დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 აგვისტო

© Pixabay / iwicz09ყვავილნარი ნავში
ყვავილნარი ნავში - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 3 აგვისტოა, სამშაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
მთვარე ტყუპის ნიშანში გვმატებს კომუნიკაბელურობას, მოქნილობას, გვირჩევს, რომ გაუგებრობებს იუმორით შევხედოთ. დილის საათებში მეტია ყურადღების კონცენტრაცია, ამიტომ უპრიანია სერიოზული საუბრების, ოფიციალური კონტაქტების, სისტემური კვლევებისა და სხვა საყურადღებო საქმეების ამ დროისთვის გადატანა. დღის სუსტი წერტილებია კომფორტი, ესთეტიკა და ფინანსები. სიფრთხილეა საჭირო მცირე საყიდლების, ასევე დიზაინის, დიეტის, წამლების, კოსმეტიკის შერჩევისას და სხვადასხვა ნივთის შეძენისას.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 აგვისტო>>
ვერძი: დღეს ძალიან დაგეხმარებათ კომუნიკაბელურობა, ცხოვრებაზე მსუბუქი ხედვა, იუმორი და მრავალფეროვნებისკენ სწრაფვა. ეს მოგცემთ საშუალებას, რომ საქმეების მიმდინარეობას მიადევნოთ თვალი, შეიძინოთ ახალი უნარები ან ძველი გაიხსენოთ, დროულად შეამციროთ გაღიზიანების „გრადუსი“ ყურადღების სხვა რამეზე გადართვით. მოსალოდნელია რაღაც გაუგებრობები, განსაკუთრებით ქალების მიმართ (კოლეგები ან დაწესებულებების პერსონალი).
ბედნიერების შეგრძნება - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
რა გველოდება აგვისტოში: თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
კურო: დღეს გამოგადგებათ მოქნილობა და სიტუაციაზე მორგების უნარი. წარმატების მისაღწევად მოგიწევთ საჭირო ადამიანებთან კავშირი, კოლეგებთან ან თანამოაზრეებთან, ოჯახის წევრებთან მუდმივი ურთიერთობები. მნიშვნელოვან საქმეებზე დილიდანვე იზრუნეთ. შესაძლებელია რაღაც შეფერხებები სიყვარულში, მიმდინარე გადასახადების დროს. არასასურველია ლამაზი აქსესუარების, წვრილმანების, კოსმეტიკისა და მსგავსი ნივთების შეძენა.
ტყუპი: ეს დღე „კვებავს“ თქვენს ბუნებრივ კონტაქტურობასა და ცნობისმოყვარეობას, გეხმარებათ ლიტერატურული თუ ორატორული ნიჭის გამოვლენაში. ამავდროულად, იქნებით დაბნეული და არათანმიმდევრული, შეიძლება „მოიკოჭლოს“ თქვენმა ესთეტიკურმა გემოვნებამ ან ყოფითმა აკურატულობამ. უმჯობესი იქნება, თუ ანალიტიკასა და ბიუროკრატიულ ნიუანსებს, სხვა მოსაწყენ სამუშაოს დილით მიხედავთ. არ ღირს კოსმეტიკის, ტანსაცმლისა და სახლის კომფორტისთვის საჭირო ნივთების შერჩევა.
კირჩხიბი: მოგიწევთ ენდოთ გარემოცვას, გარემოებებს ან საკუთარ ალღოს. ესაა ინფორმაციულად საინტერესო დღე, მაგრამ ცნობები ყოველთვის საკმარისი არ არის. არ გაწყენდათ კავშირების საკუთარი არხი, განსაკუთრებით, თუ გაინტერესებთ ფინანსური, სამედიცინო, პროფესიული ან ზოგადსოციალური სიახლეები. ბრმად არ ენდოთ ჭორებს, ასევე არცთუ სანდო იქნება დღეს ქალების მოსაზრებები და ინფორმაცია ქალების პრობლემებზე.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2018
ზოდიაქოს ნიშნების სიბრძნე
ლომი: არ ღირს დადუმება, თუ რამე გაქვთ სათქმელი, ან ვინმეს გაცნობა გსურთ, ასევე გინდათ, მიზნობრივ აუდიტორიას შეახსენოთ თავი. თქვენი წარმატების მთავარი ინსტრუმენტი მჭევრმეტყველებაა. მოერიდეთ სამომავლოდ კოლექტიურ შენაძენს, სხვა აქციებს, სადაც ჩართულია მატერიალური ინტერესი და მეგობრული ნდობის პრინციპი მუშაობს – ის, რაც ახლა სანდოდ მოჩანს, მოგვიანებით შეიძლება პრობლემის მომტანი აღმოჩნდეს.
ქალწული: ვარსკვლავები მოგიწოდებენ, იყოთ მიზანსწრაფული, დისციპლინირებული და იმოქმედოთ ცივი გონებით. ემოციები გააკონტროლეთ და იმოქმედეთ თქვენი ცოდნით, კავშირების, დოკუმენტებისა და ინფორმაციის საიდუმლო წყაროების გამოყენებით. არ ღირს, რომ ფსონს თქვენს მომხიბვლელობაზე ან გემოვნებაზე ჩამოხვიდეთ – დღეს ეს არცთუ დამაჯერებელი არგუმენტი იქნება. არახელსაყრელი დღეა დებიუტისთვის, რამე ტიპის შესყიდვაში ან გარიგებაში შაუამავლის როლის შესრულებისთვის.
სასწორი: ცვალებადი წარმატებების დღე გაქვთ. განსაკუთრებით იღბლიანი და პროგნოზირებადი იქნება გამოცდილ სქემებზე და გრძელვადიან გეგმებზე დაყრდნობით მუშაობა. კარგი დღეა სწავლის, კვლევების, ავტორიტეტიან პიროვნებებთან კავშირების აღდგენისთვის. შესაძლოა, დაგაღალატოთ ესთეტიკურმა და ფინანსურმა ალღომ. სიფრთხილე ასაჭირო რამის შეძენისა და ფულად ოპერაციებთან დაკავშირებით. არ ღირს მთლიანად ინტუიციაზე მინდობა სამედიცინო საკითხებში.
ლაქლაქი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2020
ვის შეიძლება ვანდოთ საიდუმლო და ვის - არა, ანუ ზოდიაქოს ყველაზე „ლაქლაქა" ნიშნები
მორიელი: დღეს ხშირად მოგიწევთ სიტუაციაზე მორგებულად მოქმედება, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მოქნილობასაც უნდა ჰქონდეს თავისი საზღვრები. არ უნდა დაივიწყოთ საბაზისო წესები, თუნდაც არ მოგწონდეთ ისინი. მათი დარღვევის გამო შეიძლება უფრო მეტი პრობლემა შეგექმნათ, ვიდრე მათი დაცვის დროს. დროებით უარი თქვით მნიშვნელოვან წამოწყებებზე და დრო დაუთმეთ წინასწარ „დაზვერვას“, „სასწავლო მანევრებს“, ანალიტიკას, მოკრძალებულ საცდელ ექსპერიმენტებს.
მშვილდოსანი: დღე გაიძულებთ, რომ იყოთ დიპლომატიური და ორმაგად ყურადღებიანი დეტალების მიმართ. სიმპათიის გამოხატვა და დიალოგის წინადადებაზე დათანხმება მაშინაც მოგიწევთ, როცა სულ არ ხართ ამისთვის განწყობილი. ამ კომუნიკაბელურობას ბონუსი მოჰყვება, რომელსაც დღეს არა, მაგრამ უახლოეს დღეებში მიიღებთ. ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი შეღავათების, ან თქვენს გარემოცვაში თქვენთვის საჭირო ადამიანების დაბრუნება.
თხის რქა: მთელი ყურადღება წვრილმანებზე უნდა გადაიტანოთ, ამის გარეშე შესაძლოა, სტრატეგიული გეგმები გაჩერდეს ან ჩაიშალოს. პირველ ადგილზე დააყენეთ ჯანმრთელობა, სამუშაო და ზრუნვა თქვენზე დამოკიდებულ ადამიანებზე. შესაფერისი დღეა კონტაქტებისთვის სერვისებთან, კოლეგებთან, დაწესებულების უმცროს პერსონალთან. არ დაივიწყოთ დოკუმენტების თაობაზე – რეცეპტები, ცნობები, საშვები.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2018
ყველაზე კომუნიკაბელური ადამიანები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: წარმატებული დღე გელოდებათ. გაზრდილია თანხის მიღების, ან მორალური კმაყოფილების მიღების შანსი, ასევე შეიძლება გაჩნდეს კიდევ ერთი შესაძლებლობა წარმატების მიღწევისთვის. არ ინერვიულოთ, თუ ვითარება ისე მოჩანს, თითქოს ნაბიჯით უკან დაიხიეთ – ასეთი სცენარი თქვენთვის ახლა ყველაზე ხელსაყრელია. სასიამოვნო სიურპრიზი ან დამსახურებული ჯილდო ამ უახლოეს დღეებში გელოდებათ.
თევზები: არცთუ ჰარმონიული დღე გაქვთ, განსაკუთრებით სახლში და ახლო გარემოცვაში (პარტნიორები, კოლეგები და სხვ.). სრულ შეთანხმებაში ხელს შეგიშლით მცირე გაუგებრობები გემოვნებასა და უნარებში, შესაძლებელია ყოფითი ან ფსიქოლოგიური დისკომფორტი. გაგიჭირდებათ თქვენს მიზნობრივ აუდიტორიაზე მუშაობა. არ ღირს მოლაპარაკებები საცხოვრებელთან ან ფულთან დაკავშირებით, ყიდვა–გაყიდვა.
ყველა ახალი ამბავი
0