საბერძნეთში ტყის ხანძრებთან ბრძოლა გრძელდება – ვიდეო

გამოწერა
საბერძნეთში, სადაც განსაკუთრებით ცხელი ამინდებია, ბოლო დღეებში ტყის ხანძრების დაახლოებით 50 კერა გაჩნდა.
ბერძენი მაშველების ცნობით, ამ მომენტისათვის ხანძარზე კონტროლის დამყარება შეუძლებელია. სიტუაციას ართულებს სიცხე, ტემპერატურა +40 გრადუსია.
ხანძართან ბრძოლაში 700-ზე მეტი მეხანძრე მონაწილეობს, აღმოჩენილია აალების 48 კერა. ძლიერი სიცხის გამო ზოგან ხანძარი განმეორებით ჩნდება.
დასახლებულ პუნქტებში, რომლებსაც საფრთხე ემუქრება, ევაკუაციისთვის ემზადებიან.
დგინდება ხანძრის გაჩენის მიზეზები.
 
ყველა ახალი ამბავი
0