საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის მორიგი პარტია შემოვიდა

© AP Photo / Virginia MayoPfizer-ის ვაქცინა
Pfizer-ის ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2021
გამოწერა
ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო. მათი თქმით, ყველა მაჩვენებელი გაუარესებულია, ამიტომ მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის 162.630 დოზა შემოვიდა, ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში ასევე აღნიშნეს, დღეს მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი სამედიცინო უნივერსიტეტში გაიხსნა, სადაც Pfizer-ით იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს.
ამერიკულ-გერმანული წარმოების პრეპარატის პირველი პარტია (29.500 დოზა) საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. ვაქცინის მეორე პარტია – 28 ათასი დოზა – 14 ივლისს, ხოლო აშშ-ის მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა – 24 ივლისს. ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატის ერთ მილიონზე მეტი დოზა უნდა შემოვიდეს. Pfizer-ის ვაქცინით აცრა შეუძლიათ 16 წლიდან მოქალაქეებს. მანამდე აცრა ხელმისაწვდომი იყო 18 წლის ასაკიდან.
Pfizer-ით ვაქცინაცია ორ ეტაპად ხორციელდება. პაციენტმა ვაქცინის მეორე დოზა 21 დღის შემდეგ უნდა გაიკეთოს. 
Pfizer-ის ვაქცინის წარმოება  - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
რამდენ ხანს რჩება იმუნიტეტი Pfizer-ით აცრის შემდეგ: გამოქვეყნდა კვლევის შედეგები
ვაქცინის დღევანდელი პარტიის შემოტანის შესახებ გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხდადა. აღნიშნული პარტია ვაქცინის მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შემოვიდა.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით. ამავე ვაქცინებზე ხელმისაწვდომია რეგისტრაცია.
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინას ელოდებიან: რა უნდა გაითვალისწინოთ აცრის გაკეთების დროს >>
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 481.591 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 157.754 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0