საქართველოში ჰაერის ტემპერატურა  41 გრადუსს მიაღწევს

© Sputnik / STRINGERფანტანი
ფანტანი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
გამოწერა
სინოპტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე დღეებში როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ცხელი ამინდებია მოსალოდნელი.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა 41 გრადუსს მიაღწევს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში 19–21 ივლისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 41 გრადუსამდე მიაღწევს, ქარის სიჩქარე კი წამში 8–13 მეტრი იქნება.
შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი 22 ივლისს – ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე დაიკლებს. სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმასაც ვარაუდობენ. ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დღეს და ხვალ უნალექო ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს. 21 და 22 ივლისს კი სინოპტიკოსები ვარაუდობენ ხანმოკლე წვიმას ელჭექით. ქარის სიჩქარე წამში 8–13 მეტრი იქნება.
დედაქალაქში დღეს პლუს 39 გრადუსია მოსალოდნელი, ხვალ კი ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსამდე მოიმატებს. ქარის სიჩქარე წამში 8–13 მეტრი იქნება.
ოთხშაბათს, 21 ივლისს ჰაერის ტემპერატურა უმნიშვნელოდ, 38 გრადუსამდე დაიკლებს. ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 22 ივლისს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსი, ქარის სიჩქარე კი წამში 10–15 მეტრი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0