ისრაელში ღეროვან უჯრედებზე დაფუძნებული COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნეს

© photo: Sputnik / Evgeny Samarin / ფოტობანკში გადასვლალაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
პრეპარატმა წარმატებით გაიარა ტესტირების პირველი ეტაპი - მან გამოცდა გაიარა მძიმე მდგომარეობაში მყოფ კოვიდ-პაციენტებზე, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდათ.
თბილისი, 19 ივლისი - Sputnik. ისრაელში წარმატებით დასრულდა ღეროვან უჯრედებზე დაფუძნებული COVID-19–ის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატის კვლევების პირველი ეტაპი, წერს РИА Новости.
ექსპერტების თქმით, დღე-ღამეში მხოლოდ სამი ინექცია იყო საჭირო სატურაციის დონის ნორმაში მოსაყვანად და პაციენტების მდგომარეობის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, ამჟამად ექსპერტები ტესტირების მეორე ეტაპზე გადადიან.
Bonus BioGroup Ltd-ის მთავარი მკვლევარის, ტომას ბრონშტეინის თქმით, ღეროვან უჯრედებს შეუძლიათ იმუნური სისტემის დამშვიდება და ამით დაზიანებული ქსოვილის აღდგენა. მკვლევარები იყენებენ ამ თვისებას ჰიპერრეაქციის (ციტოკინური შტორმის) განკურნებისთვის კორონავირუსის დროს (ანთებითი რეაქცია, როდესაც იმუნური სისტემა თავს ესხმის საკუთარი ორგანიზმის უჯრედებსა და ქსოვილებს - რედ.). ღეროვან უჯრედებს იღებენ ჯანმრთელი ადამიანების ორგანიზმიდან და შემდეგ შეაქვთ ცვლილებები ბიორეაქტორში. პრეპარატის დამზადება დაახლოებით ათ დღეს მოიცავს.
„თითოეულ ასეთ დოზაში მილიონობით დამუშავებული ღეროვანი უჯრედია, რომლებსაც აქვთ მკურნალობის წარმოუდგენელი პოტენციალი. კლინიკური კვლევების დროს დავინახეთ, რომ ჩვენი მკურნალობისას უსაფრთხოება დაცულია. ჩვენ ასევე ვნახეთ, რა წარმოუდგენელი ეფექტი აქვს ჩვენს წამალს”, - განაცხადა ბრონშტეინმა.
კორონავირუსის პანდემია. არგენტინა - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
მსოფლიოში კორონავირუსის მესამე ტალღა იწყება - ჯანმო
კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემებმა, რომელიც ექსპერიმენტში მონაწილე პაციენტებს ჩაუტარეს ახალი პრეპარატის მიღებამდე, უშუალოდ მის შემდეგ და ასევე ერთი თვის შემდეგ, აჩვენა, რომ პრეპარატი ეფექტურად კურნავს პნევმონიას.
„ჩვენ პრაქტიკულად სუფთა ფილტვებს ვხედავთ მკურნალობიდან ერთი თვის შემდეგ. ეს კი, როგორც წესი, ასე სწრაფად არ ხდება. ასევე მნიშვნელოვანია ითქვას, რომ პრეპარატის გამოყენებისას რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენა არ შეგვიმჩნევია", - განაცხადა ექიმმა ჰამუდმა.
მკვლევარები ამჟამად პრეპარატის გამოკვლევების მეორე ეტაპზე გადადიან, რომელიც ისრაელში კორონავირუსის მძიმედ დაავადებული 60 პაციენტის მონაწილეობით ჩატარდება. მეორე ფაზის დასრულების შემდეგ დაიწყება მესამე, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 300-მდე პაციენტი მიიღებს მონაწილეობას.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური