დნმ სისუფთავისთვის ბრძოლაში: რისთვის დააჯარიმებენ თელ-ავივში ძაღლების პატრონებს

© Sputnik / Alexander Imedashviliგამაფრთხილებელი ნიშანი
გამაფრთხილებელი ნიშანი - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2021
გამოწერა
თელ-ავივში შეაგროვებენ ძაღლების დნმ-ის ნიმუშებს, რათა გამოავლინონ ის მფლობელები, რომლებიც თავისი ოთხფეხა ბინადრების ნარჩენებს ქუჩაში ტოვებენ.
თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. თელ-ავივის ხელისუფლება ქალაქის მცხოვრებლებს დაავალდებულებს ჩააბარონ მათი ძაღლების დნმ-ის ნიმუშები, რათა გამოავლინონ ის მფლობელები, რომლებიც თავიანთი აღსაზრდელების დატოვებულ ნარჩენებს ქუჩაში ტოვებენ, იუწყება მუნიციპალიტეტის პრესსამსახური. ამის შესახებ წერს РИА Новости.
ერთგული მატიასი: ძაღლმა პატარა გოგონა დახრჩობას გადაარჩინა - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2021
ერთგული მატიასი: ძაღლმა პატარა გოგონა დახრჩობას გადაარჩინა - ვიდეო
ასეთი არაკეთილსინდისიერი მფლობელები ფოსტით მიიღებენ ჯარიმის ქვითარს და ასევე მათ მოუწევთ დნმ-ის ტესტზე გაწეული ხარჯების გადახდა.
თელ-ავივი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე „ძაღლების მოყვარულ“ ქალაქად მიიჩნევა - მუნიციპალიტეტის მონაცემებით, ძაღლი ყოველ მე-11 მცხოვრებს ჰყავს. ქალაქში არსებობს ათეულობით პარკი ძაღლებისთვის, ნარჩენების შესაგროვებლად არსებობს უფასო პაკეტები. მაგრამ ამის მიუხედავად, ცხოველთა მფლობელები ყოველთვიურად ქალაქში დაახლოებით 500 კგ ძაღლის ნარჩენებს ტოვებენ.
ყველა ახალი ამბავი
0