დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 ივლისი

© photo: Georgia is here / FBკინჩხის ჩანჩქერი
კინჩხის ჩანჩქერი - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2021
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 17 ივლისია, შაბათი. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
ესაა უსასრულო საუბრებისა და საბედისწერო ნაცნობობის დღე, ამიტომ განვეწყოთ – ვილაპარაკებთ ბევრს და დიდხანს. უნდა მოვერიდოთ პასიური აგრესიის მოყვარულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი განწყობას გაგვიფუჭებენ. ამავე მიზეზით არ უნდა გავიხსენოთ წარსული. ასევე სასურველია, რამენაირად გვერდი ავუაროთ მოსაწყენ და რუტინულ საქმეებს. იმისთვის, რომ დღემ მხიარულად ჩაიაროს, უნდა შევეჭიდოთ რამე ახალსა და საინტერესოს.
რომანტიკოსი მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>
ვერძი: ენერგია, ემოციები, ძალა – ეს ყველაფერი საკმარისზე მეტი გაქვთ, ამიტომ საჭიროა მათი სწორად განაწილება, რათა ყველაფერი მოასწროთ და საღამოს იმხიარულოთ კიდეც. რეკომენდებულია პირადი საზღვრებისა და საკუთარი მოსაზრებების დაცვა, სხვა შემთხვევაში არაა გამორიცხული, რომ გარშემომყოფები „კისერზე მოგასხდნენ“. სიფრთხილეა საჭირო არჩევნის გაკეთების დროს, რომ რამე ფატალური შეცდომა არ დაუშვათ, რომლის გამოსწორებასაც დიდი დრო დასჭირდება.
სიყვარული  პირველი რომანტიკული ოცნებებიდან იწყება - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
ზოდიაქო: შეუთავსებელი და ამავე დროს ერთმანეთისთვის მიმზიდველი წყვილები
კურო: შესანიშნავი დღეა დასვენებისთვის. ამიტომ საქმეები მალე უნდა მორჩეთ და შემდეგ დრო მხიარულად გაატაროთ მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად. გასათვალისწინებელია ერთი რამ – დასვენება აქტიური და საინტერესო უნდა იყოს, რომ „გადაიტვირთოთ“ და სტრესი მოიხსნათ. ახალი გეგმების რეალიზება კი ნამდვილად არ ღირს – თქვენი იდეა პირველივე ნაბიჯზე შეიძლება „დამუხრუჭდეს“, რაც თქვენს თვითშეფასებაზე ცუდად იმოქმედებს.
ტყუპი: გულწრფელი საუბრისას სიფრთხილე გმართებთ – ამან შეიძლება როგორც განამტკიცოს, ისე გააფუჭოს ურთიერთობები. მაგრამ, ამავე დროს, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, შეამოწმოთ, ვისთან შეიძლება ურთიერთობები და ვისთან – არა. ფინანსებთან დაკავშირებით კი გარისკვა არ ღირს: არაფერში ჩადოთ ინვესტიციები და არ იყიდოთ ძვირად ღირებული ნივთები. ასტროლოგების რეკომენდაციაა ასევე, რომ არ ეცადოთ თქვენი მოსაზრების ჯიქურ გატანა, სჯობს, კომპრომისი ეძებოთ.
კირჩხიბი: დღეს განსაკუთრებით მძაფრად შეიგრძნობთ უსამართლობას. მაგრამ დრამატიზირება არ ღირს, აჯობებს, თუ სხვა ხერხებს მოძებნით და ნეგატიურ გარემოცვაში პოზიტივს დაინახავთ. ეს იმის გათვალისწინებით, რომ ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ეს პრობლემები ერთ–ორ დღეში ასეთი საშინელი აღარ იქნება. და თუ თქვენს ცხოვრებაში ერთი და იგივე სცენარი ხშირად მეორდება, მაშინ უნდა დაფიქრდეთ – რას მოითხოვენ თქვენგან ციური სხეულები და როგორ უნდა განახორციელოთ ეს.
მზისკენ ამხტარი გოგო - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
ზოდიაქოს ნიშნების ბედნიერების საიდუმლო
ლომი: თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება და ყოველთვის უკეთესობისკენ – არა. მაგრამ გაბრაზება არ ღირს, სამყარო ასე ამოწმებს თქვენს ნერვებს სიმტკიცეზე. გახსოვდეთ, რომ ახლა შესაძლოა ყველაფერი საშინელებად გეჩვენებათ, მაგრამ ცოტა ხანში ეს არც კი გაგახსენდებათ. ასტროლოგები ასევე გირჩევენ, მიჰყვეთ დინებას და თქვენი მოსაზრება დროებით თქვენთვის შეინახოთ. ასე შეძლებთ საინტერესო წინადადების მიღებას და მნიშვნელოვანი კავშირების შენარჩუნებას.
ქალწული: აუცილებელია, რომ დღეს ყურადღება სულ უმნიშვნელო ცვლილებებსაც კი მიაქციოთ. ეს მალე დიდ ცვლილებებად იქცევა და მათზე აწყობა მოგიწევთ. აქედან გამომდინარე, წინასწარ გათვალეთ და სწრაფად იმოქმედეთ. ყველაფერ ახალზე სჯობს, უარი თქვათ, დიდი ალბათობით, ამას დადებითი შედეგები არ ექნება. პირად ფრონტზე კი უპრიანია მეტი მოისმინოთ – ასე უფრო დაუახლოვდებით საყვარელ ადამიანს.
სასწორი: დღეს თქვენს ცხოვრებაში ვნებები ბობოქრობს, მაგრამ ეს სასიყვარულო ვნებანი არ არის. მიუხედავად ყველა პრობლემისა და ნერვებისა, აჯობებს, თუ წინასწარ შედგენილ გეგმას მიჰყვებით და არ გამოტოვებთ ჩანიშნულ ღონისძიებებს, შეთანხმებულ შეხვედრებს, და სამუშაო დღეს ღირსეულად დაამთავრებთ. ვარსკვლავები ასევე გირჩევენ, მკაფიოდ და დამაჯერებლად თქვათ „არა“, თუ თქვენთვის არასასურველი რამის გაკეთებას გაიძულებენ.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2017
როგორ უმკლავდებიან ზოდიაქოს ნიშნები განშორებას
მორიელი: დღეს პრობლემები და უსიამოვნებები სწორი მიმართულებისკენ გიბიძგებენ – იქით, სადაც შეცვლა მოგიწევთ და საკუთარ ზრდაზე მუშაობა. არ შეუშინდეთ ამ შინაგან ცვლილებებს, ისინი მომავალში ბევრ კარგს მოგიტანთ. ეს დღე გაგახარებთ საინტერესო შეხვედრებით, მოულოდნელი წინადადებებითა და უამრავი ღიმილით. არ დაგავიწყდეთ, რომ საპასუხოდ თქვენც უნდა გაიღიმოთ, ეს განწყობას გაგიუმჯობესებთ.
მშვილდოსანი: არასტაბილური დღეა, ამიტომ არ ღირს რამე ახლის დაწყება, დიდი ალბათობით, მას ბოლომდე ვერ მიიყვანთ. ზოგადად, განწყობა უდიდესი სისწრაფით შეგეცვლებათ და არა მარტო თქვენ – გარშემომყოფებსაც. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო საუბრის დროს – სანამ „აპილპილდებით“, ათამდე დაითვალეთ. პრობლემებთან ბრძოლა ყველანაირი შესაძლებელი ხერხით მოგიწევთ, იქნება ეს კომპრომისი, ალტერნატიული გადაწყვეტილება თუ დახმარების თხოვნა.
თხის რქა: ხალხი თქვენ მხარეს სწორად უნდა გადმოიბიროთ – ან რამე „გემრიელობით“, ან რკინისებრი არგუმენტებით. ამიტომ მოიფიქრეთ თქვენი სტრატეგია წინასწარ, რათა ადამიანი ტყუილად არ გენდოთ. ასევე არ ღირს რამის ემოციებზე აყოლით გაკეთება, ასე მხოლოდ დააზიანებთ საქმეს. ასევე არ ღირს ბევრ რამეს ერთდროულად შეეჭიდოთ. სჯობს, ერთ საქმეზე მოახდინოთ ყურადღების კონცენტრაცია. ეს თვალსაჩინო შედეგს მოიტანს.
Северное сияние звездное небо - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2018
საბედისწერო ასაკი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
მერწყული: ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დღეს გააკეთოთ ის, რაც მოგწონთ, რაც ძალას მოგცემთ და განწყობას აგიმაღლებთ. რთული და უინტერესო საქმეები სამომავლოდ გადადეთ. ასევე აჯობებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების გადადება, რომ მომავალში ამის გამო ცუდი შედეგი არ მოიმკათ. წაგადგებათ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობები. მათ შორის საინტერესო ადამიანები შეიძლება აღმოჩნდნენ.
თევზები: კარგად მიიხედ–მოიხედეთ ირგვლივ – დღეს ცხოვრების შესაცვლელად ერთდროულად რამდენიმე შანსი შეიძლება გამოჩნდეს. მაგრამ არ „დაამუხრუჭოთ“ – ყველა ჩვენგანს აქვს თავისი „ვარგისიანობის“ ვადა. კარგი იქნება ასევე, თუ იმას გააკეთებთ, რაც მოგწონთ, განწყობას აგიმაღლებთ. მოსაწყენი და რთული ამოცანები შემდეგისთვის გადადეთ. აქტიურად შეგიძლიათ უცნობებთან ურთიერთობა – არაა გამორიცხული, ვინმემ თავბრუდამხვევი წინადადება შემოგთავაზოთ.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური