მსოფლიოში კორონავირუსის მესამე ტალღა იწყება - ჯანმო

© REUTERS / AGUSTIN MARCARIANკორონავირუსის პანდემია. არგენტინა
კორონავირუსის პანდემია. არგენტინა - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
როგორც მოსალოდნელია, ჯანმოს საგანგებო კომიტეტი კორონავირუსთან დაკავშირებულ განახლებულ რეკომენდაციებს 15 ივლისს გამოაქვეყნებს.
თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. მსოფლიო „დელტა“ შტამის გამო კორონავირუსის მესამე ტალღის დასაწყისშია, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა მსოფლიოში COVID-19-თან დაკავშირებული საგანგებო კომიტეტის სხდომის გახსნაზე. იუწყება РИА Новости.
„დელტა“ შტამი დაავადების მაჩვენებლის მატების ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ელემენტია. ის იკვებება ადამიანების გაზრდილი სოციალური ურთიერთობითა და მობილობით, ასევე მიღებული სოციალური ზომებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში დაწესებული ზომების არათანმიმდევრული გამოყენებით“, - აღნიშნა მან.
მისი სიტყვებით, ვაქცინაციის დონის ზრდამ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში შედეგი გამოიღო და ვირუსით დაავადებისა და გარდაცვალების შემთხვევებმა იკლო. თუმცა სიტუაცია კვლავ გამწვავდა და მსოფლიო „მესამე ტალღის დასაწყისში იმყოფება“.
კოვიდ-კლინიკაში - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
ჯანმო: კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია მსოფლიოში უარესდება
„წინა კვირა ზედიზედ მეოთხე იყო, როდესაც მსოფლიოში გაიზარდა COVID-19-ით ინფიცირების დონე ჯანმოს ყველა რეგიონში, ერთის გარდა. ინფიცირების შემთხვევების 10-კვირიანი შემცირების შემდეგ იზრდება ასევე სიკვდილიანობის დონეც“, - აღნიშნა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.
ჯანმოს საგანგებო კომიტეტი სამ თვეში ერთხელ იკრიბება, რათა შეაფასოს COVID-19-ის გავრცელების საფრთხის დონე. ამ მომენტისთვის, კომიტეტის გადაწყვეტილებით, დაავადება წარმოადგენს საგანგებო სიტუაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, რომელსაც საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს.
როგორც მოსალოდნელია, კომიტეტი განახლებულ რეკომენდაციებს სხდომის შედეგების მიხედვით, 15 ივლისს გამოაქვეყნებს.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური