„უიტნი ჰიუსტონს ჰგავხარ...“ – ქეთა თოფურიას ახალ იმიჯს თაყვანისმცემლები აფასებენ

© Photo: Keti Topuria / FBქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
მომღერალი ქეთა თოფურია ვაჟის გაჩენის შემდეგ მალევე ჩადგა სასურველ ფორმაში. ნახეთ თოფურიას შეცვლილი იმიჯი ახალ ვიდეოში.
ცნობილმა მომღერალმა, ჯგუფ A'Studio-ს ქართველმა სოლისტმა ქეთა თოფურიამ ახალი სასცენო იმიჯი მოირგო და თმა დაიხვია, რამაც თაყვანისმცემლები აღაფრთოვანა. ქეთა სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილმა ცნობილ ლეგენდას უიტნი ჰიუსტონს შეადარა, ნაწილმა – ალა პუგაჩოვას.
ქეთა თოფურია, 2005 წელს A'Studio-ს ვოკალისტად დამტკიცების შემდეგ, საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. მომღერალმა საცხოვრებლის დიზაინი რუსეთში მოღვაწე ქართველ დიზაინერს ლელა ქავთარაძეს მიანდო, მოგვიანებით წყნეთის სახლიც ლელა ქავთარაძეს ააშენებინა, რომელიც წლებია რუსეთში მოღვაწეობს და იქ საკმაოდ წარმატებულ დიზაინერად მიიჩნევა.
მას შემდეგ, რაც მომღერალ ქეთა თოფურიასა და ბიზნესმენ ლევ დენგოვის წყვილი პაპარაცებმა 2020 წლის დეკემბერში დუბაის სანაპიროზე დააფიქსირეს, მალევე ფარდა აეხადა საიდუმლოს, რომ მომღერალი ორსულად იყო, და იანვარში ქვეყანას ვაჟიც მოავლინა. მომღერალი ქეთა თოფურია და მისი რჩეული ლევ დენგოვი უკვე რა ხანია, როგორც წყვილი, ყურადღების ცენტრში არიან. ქეთა მეორე ბავშვის დაბადების შემდეგ ფორმაში მალევე ჩადგა. ის ჩვეულ დახვეწილ სტილს არ ღალატობს. ქეთა და მისი რჩეული ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად არ აქვეყნებენ.
წყვილმა გასული წლის მიწურულს იქორწინა. პანდემიის გამო მომღერალმა მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, სადაც სტუმრები მხოლოდ ერთი მაგიდის ირგვლივ შეიკრიბნენ. გამორჩეულ ადამიანებს შორის მოხვდნენ ქეთას უახლოესი მეგობრები, რუსეთში მცხოვრები დიზაინერი არტურ არუთინოვი, ფოტომოდელი მიმი შელია, ასევე დიზაინერი ლიკა ალადაშვილი, ქეთას დედა და ქეთას ბავშვობის მეგობარი ნუცა ბერიძე, რომელიც ასევე რუსეთში მოღვაწეობს.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური