ცესკოს თავმჯდომარის პოსტისთვის რვა კანდიდატი იბრძოლებს

ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
გამოწერა
სულ საქართველოს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატების შესარჩევ კომისიაში 11 განაცხადი შევიდა, აქედან გასაუბრების ეტაპზე რვა კანდიდატი გადავიდა.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის თანამდებობაზე პირველ ეტაპზე რვა კანდიდატი შეირჩა, განაცხადა ჟურნალისტებთან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სიმონიშვილმა.
ცესკოს თავმჯდომარისა და კომისიის ერთი წევრის ვაკანტური თანამდებობების დაკავების მსურველთა განაცხადების მიღება გუშინ დასრულდა, რის შემდეგაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესარჩევი კომისიის სხდომა გაიმართა.
ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია 30 ივნისს გადადგა. ის საქმიანობას საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს. ცესკოს კიდევ ერთი წევრის თანამდებობა კი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
„თავმჯდომარეობის კანდიდატზე შესული 11 განაცხადიდან რვა გასაუბრების ეტაპზე გადავიდა, ხოლო წევრობის მსურველთა 17 განაცხადიდან გასაუბრების ეტაპზე 16 გადავიდა“, – განაცხადა სიმონიშვილმა.
შერჩეული კანდიდატების ვინაობა დღეს გამოქვეყნდება. ასევე დღეს, 14:00 საათზე დაიწყება კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპი.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კანდიდატი ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე უნდა იყოს 25 წელს ზემოთ, უპარტიო და უმაღლესი განათლებით, თავისუფლად უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას და სტრუქტურაში სულ მცირე ხუთი წლის მუშაობის გამოცდილება უნდა ჰქონდეს.
ცესკოს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე განაცხადების შეტანის ვადა დღეს იწურება
ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში რომელიმე პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
კანონის თანახმად, ხუთი წლის ვადით ცესკოს თავმჯდომარედ გახდომისთვის კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს დეპუტატების ორმა მესამედმა (100 ხმა და მეტი). თუ ეს არ მოხდა და კანდიდატმა მხოლოდ ხმათა უბრალო უმრავლესობა (76 და მეტი) მიიღო, მაშინ ის ამ თანამდებობაზე მხოლოდ 6 თვით დაინიშნება.
ამ წლის ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება. მმართველი პარტია „ქართული ოცნებისთვის", რომელიც ამჟამად პარლამენტში 84 დეპუტატით არის წარმოდგენილი, ეს არჩევნები ძალზე მნიშვნელოვანია. თუ ის ამომრჩევლის ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს პროპორციულ არჩევნებში, მაშინ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური