საქართველოში აივ-ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

© Sputnik / Alex Shlamovინფექციური საავადმყოფო
ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
გამოწერა
იმუნოლოგიის ცენტრში აღნიშნავენ, რომ ტესტი აივ-ინფექცია/შიდსის გამოსავლენად და კონსულტაციები საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო და ანონიმურია.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე აივ-ინფიცირების 221 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აივ-ინფიცირების 227 შემთხვევა იყო დადასტურებული.

საქართველოში სულ რეგისტრირებულია 8.853 აივ-ინფიცირებული პირი. მათ შორის 6.612 მამაკაცია და 2.241 ქალი. პაციენტების უმრავლესობის ასაკი 29–39 წელია. შიდსი 4.441 ადამიანს განუვითარდა.

2 ივნისის მონაცემებით, აივ-მკურნალობას 5.561 პაციენტი გადის.

საქართველოში აივ-ინფიცირების ყველაზე გავრცელებული წყაროა დაინფიცირებული ნემსით ნარკოტიკის ინექცია, ჰეტეროსექსუალური და ჰომოსექსუალური კონტაქტები.

ანალიზი აივ-ინფექციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2021
საქართველოში აივ-ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება

შემთხვევების უმეტესობა რეგისტრირებულია თბილისში – 3.313 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა. სამეგრელო–ზემო სვანეთში 1.199 შემთხვევა დაფიქსირდა, აჭარაში – 1.009, კახეთში – 444, ქვემო ქართლში – 507, შიდა ქართლში – 329, გურიაში – 188, სამცხე-ჯავახეთში – 121 შემთხვევა.

2021 წელს 46 აივ-ინფიცირებული გარდაიცვალა. აქედან 35 მამაკაცი და 11 ქალი.

შედარებისთვის, 2020 წელს საქართველოში გარდაიცვალა 157 აივ-ინფიცირებული, 2019 წელს – 116, 2018 წელს – 135 პირი, 2017 წელს – 127, 2016 წელს – 168, 2015 წელს – 94, 2014 წელს კი – 84 პირი.

ინფიცირებულთა შორის 119 ბავშვია – 72 ბიჭი და 47 გოგონა. გარდაიცვალა 30 პაციენტი.

შიდსით დაავადების პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა. აივ-ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკა და კონსულტაცია საქართველოში უფასო და ანონიმურია.

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) წარმოადგენს რეტროვირუსს, რომელიც აინფიცირებს იმუნური სისტემის უჯრედებს და ანადგურებს ან ასუსტებს მათ ფუნქციას. ადრეულ სტადიებზე ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა მის განვითარებასთან ერთად იმუნური სისტემა სუსტდება და ადამიანი ოპორტუნისტული ინფექციებისადმი უფრო მოწყვლადი ხდება.

შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) აივ-ინფექციის ბოლო სტადიაა. შეიძლება გავიდეს 10-15 წელი, სანამ აივ-ინფიცირებულ ადამიანს შიდსი განუვითარდება, ამ პროცესის კიდევ უფრო შენელება ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს შეუძლია.

აივ-ინფექცია გადაეცემა დაუცველი სქესობრივი აქტის დროს (ანალური ან ვაგინალური), დაინფიცირებული სისხლის გადასხმისას, დაინფიცირებული ნემსების გამოყენების დროს, ასევე დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ლაქტაციის დროს.

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური