თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.233 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 676 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ აჭარაა.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 126, აჭარა - 102, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 89, ქვემო ქართლი - 66, შიდა ქართლი - 65, კახეთი - 43, გურია - 28, მცხეთა-მთიანეთი - 21, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11, სამცხე-ჯავახეთი - 6.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.002 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 328.620-მდე.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 31 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.804-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 11.746 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.707 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 1.980, აჭარაში - 416, იმერეთში - 480.
802 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 220 პირი, მათგან თბილისში – 199, აჭარაში - 16, იმერეთში - 19. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 631 ადამიანი, მათ შორის 355 - თბილისში, 248- აჭარაში. 7.408 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20.035 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11.299 პირი, აჭარაში - 2.181, იმერეთში - 1.573.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.233 -ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 345.196-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.