დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქებას მრავალსართულიანი კორპუსი გადაურჩა

© Sputnik / Alexander Imedashviliაფეთქება დიდ დიღომში
აფეთქება დიდ დიღომში - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
გამოწერა
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში გაზქურის ონკანები ღია მდგომარეობაში დამლაგებელმა დატოვა

თბილისი, 15 მარტი - Sputnik. დიდ დიღომში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ბუნებრივი აირის აფეთქებას გადაურჩა, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ პრესსამსახური.

გაზის მილები - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2021
„თბილისი ენერჯი": საცხოვრებელი კორპუსი დიდ აფეთქებას გადაურჩა - იყავით ყურადღებით

კომპანიის ცხელ ხაზზე შევიდა შეტყობინება, რომ ერთ-ერთ კორპუსში გაზის სუნია, სწრაფი რეაგირების ჯგუფი დაუყოვნებლივ გავიდა ადგილზე. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი კორპუსის დაკეტილი ბინა დამლაგებელს დაულაგებია. მას გაზქურის ონკანები გახსნილ მდგომარეობაში დაუტოვებია და სახლი დაუკეტავს. გაზი კი მთელი საღამოს გამავლობაში ჟონავდა დაკეტილ ბინაში. 

სწრაფი რეაგირების ჯგუფმა გაზი გადაკეტა და საფრთხეც აღმოიფხვრა.

„რომ არა მეზობლების ყურადღება და დიდი პასუხისმგებლობა ეს ამბავი დიდი ალბათობით ძალიან ცუდად დასრულდებოდა დამლაგებლის უპასუხისმგებლობის გამო“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“ მოუწოდებს მოქალაქეებს, იყონ ყურადღებით და არ დატოვონ ღია მდგომარეობაში გაზის ონკანები.

ყველა ახალი ამბავი
0