ვირთხების დამსახურება და პომპონი ქუდზე: საინტერესო ფაქტები

CC0 / Pixabay / ვირთხა
ვირთხა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენს ირგვლივ არსებულ რეალობაში ბევრი ნივთია, რომელთა მნიშვნელობა ნამდვილად არ გვესმის. თუმცა, პლანეტის კრეატიულმა ტვინებმა ისინი განსაზღვრული მიზნით გამოიგონეს.

გაგაცნობთ რამდენიმე დეტალს, რომელთა ნამდვილი მიზანი, სავარაუდოდ, არ იცით.

პომპონი ქუდზე  

© Pixabay / 947051ქალი პომპონიანი ქუდით
ვირთხების დამსახურება და პომპონი ქუდზე: საინტერესო ფაქტები - Sputnik საქართველო
ქალი პომპონიანი ქუდით

ბევრი ჩვენგანი დარწმუნებულია, რომ პომპონი მხოლოდ და მხოლოდ მოდის გამო გამოიგონეს. მაგრამ არა. პომპონს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა — ერთ დროს ის სამხედრო ფორმის ძალიან პოპულარული ელემენტი იყო და ფრანგი მეზღვაურებისთვის პრაქტიკული გამოყენება ჰქონდა.

როგორც ირკვევა, წარსულში თავის ტრავმები არცთუ იშვიათი იყო გემების დაბალჭერიან კაიუტებში, პომპონები კი მეზღვაურებს დარტყმების შერბილებაში ეხმარებოდა. და მიუხედავად იმისა, რომ ახლა გემებში კაიუტები უფრო ფართო და მაღალჭერიანია, ფრანგი მეზღვაურების ბერეტებზე პომპონები ისევ რჩება.

მინი-ჯიბე ჯინსებზე

© Sputnik / Alexander Imedashviliჯინსები
ვირთხების დამსახურება და პომპონი ქუდზე: საინტერესო ფაქტები - Sputnik საქართველო
ჯინსები

გგონიათ, რომ ის ხურდების შესანახადაა შექმნილი? არა და არა!

ლევი სტრაუსმა თავის მსოფლიოში უპირველეს ჯინსებს, რომელიც ჯერ კიდევ XIX საუკუნის შუა პერიოდში შექმნა, მინი-ჯიბე 1902 წელს მიაკერა. ის ჯიბის საათის ჩასადებად იყო მოფიქრებული და თავიდან ცოტა მოზრდილი იყო. შემდეგ, საათის ზომის შემცირების კვალდაკვალ, ჯიბეც დაპატარავდა.

მართალია, საათმა საბოლოოდ ხელზე გადაინაცვლა, მაგრამ ჯინსების მწარმოებელი ფირმები კვლავ აკერებენ მინი-ჯიბეებს თავიანთ შარვლებს.

„მინდორი“ რვეულებსა და წიგნებში

CC0 / Pixabay / გადაშლილი რვეული
ვირთხების დამსახურება და პომპონი ქუდზე: საინტერესო ფაქტები - Sputnik საქართველო
გადაშლილი რვეული

პედაგოგები რვეულის მინდორს შეფასებებისა და კომენტარების დასაწერად იყენებენ, მაგრამ ის ამისთვის არ გამოუგონებიათ.

„მინდვრები“ რვეულებსა თუ წიგნებში ვირთხების „დამსახურებით“ არსებობს, რომლებიც გამუდმებით ღრღნიან ყველაფერს, რაც გზად ხვდებათ, მათ შორის ქაღალდსაც. ასე არაერთი ხელნაწერი და ნაშრომი განადგურდა. ამიტომ ტექსტების გადასარჩენად „მინდვრები“ მოიგონეს. თუ ვირთხა წიგნს ან რვეულს „დაესხმება თავს“, დიდი ალბათობით, მხოლოდ მათ კიდეებს, ანუ „მინდვრებს“ გაანადგურებს, თავად ტექსტი კი უვნებელი დარჩება.

უჯრა ღუმლის ქვეშ

CC0 / pixabay / ძველებური ღუმელი
ვირთხების დამსახურება და პომპონი ქუდზე: საინტერესო ფაქტები - Sputnik საქართველო
ძველებური ღუმელი

დიასახლისები გაზქურის „დუხოვკის“ ქვეშ არსებულ უჯრაში ხშირ შემთხვევაში ტაფებს ინახავენ. მაგრამ მისი დანიშნულება ეს სულაც არ არის. ის იმისთვის შეიქმნა, რომ დიასახლისებს მასში გამზადებული კერძები ჩაედგათ, რათა საკვები უფრო დიდხანს შეენახათ თბილად.

ღილდაკერებული ქსოვილი  

ახალ სამოსს ყოველთვის მოჰყვება ქსოვილის პატარა ნაჭერი, რომელზეც ღილია დაკერებული. თქვენ გგონიათ, ის იმისთვის არსებობს, რომ დაკარგული ღილი ჩაანაცვლოთ? არა!

ეს ერთგვარი ტესტერია. ქსოვილის მცირე ნაწილს მწარმოებელი სამოსს იმისთვის ატანს, რომ წინდაწინ მოსინჯოთ, როგორი რეაქცია ექნება ახალ სამოსს გარეცხვასა და დაუთოებაზე.

ყველა ახალი ამბავი
0