ბესელიას სკანდალური ვიდეო - სასამართლომ ცხრა დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნულ საქმეზე შსს-მ სულ 17 ადამიანი დააკავა.

თბილისი, 2 თებერვალი  — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, ხოლო შვიდს – გირაო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლობის პირველი არხი.

საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 27 მარტს 11:30 საათზე გაიმართება.

ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
ჯაფარიძე: სახელმწიფოს ფარული ჩანაწერების საქმეზე ათასობით ადამიანის დასჯა მოუწევს

აღნიშნულ საქმეზე შსს-მ სულ 17 ადამიანი დააკავა. მათგან 16 ადამიანი ინახავდა სკანდალურ ვიდეოჩანაწერს და მას მობილური აპლიკაციის მეშვეობით სოციალურ ქსელში ავრცელებდა, ერთმა პირმა კი ეს ჩანაწერები Youtube-ზე ატვირთა. თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე ცხრა მათგანის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელეს.

არსებული ინფორმაციით, ბრალდების მხარე სამი პირის მიმართ ითხოვდა პატიმრობას, თუმცა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ პროკურორების მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მხოლოდ ორს შეუფარდა პატიმრობა. გირაოს თანხის შეტანამდე, ბრალდებულები საპატიმროში დარჩებიან. მათ თანხის დაფარვა 35 დღის ვადაში მოუწევთ.

ინტიმური ხასიათის სკანდალური ვიდეო ინტერნეტში 28 იანვრიდან გავრცელდა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური