რუსთაველის გამზირზე კვლავ ხმაურობენ

© Sputnik / Denis Aslanov„ქართული მარშის“ მომხრეთა მსვლელობა რუსთაველზე
„ქართული მარშის“ მომხრეთა მსვლელობა რუსთაველზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრადიციული ქართული ფასეულობების მომხრეები გამოვიდნენ „კლუბური ახალგაზრდობის“ წინააღმდეგ, რომელიც „მეტ თავისუფლებას“ მოითხოვს

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ქართული ნაციონალისტური ორგანიზაციების „ქართული მარში“ და „ქართული იდეა“ რამდენიმე ასეული მომხრე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა და აპროტესტებს „კლუბურ აქციას“, რომელიც დედაქალაქში გასულ უქმეებზე გაიმართა.

უქმეებზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ახალგაზრდული ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით საპროტესტო აქცია დაიწყო, რომელზეც „კლუბური აქციის" მონაწილეები 12 მაისს თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციელთა ქმედებებს აპროტესტებდნენ და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვდნენ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილე გოგონამ იცეკვა 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალზე იცეკვა, რამაც მათი იდეოლოგიური მოწინააღმდეგეების უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ ღამის კლუბებში მყოფი ადამიანები ტრადიციულ ქართულ ფასეულობებს ღალატობენ.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარიამ ღამის კლუბებში სპეცოპერაციის ჩატარების მიზეზები განმარტა

„თითოეული ჩვენგანი შეურაცხყოფილები ვართ იმ შეურაცხყოფით რომელიც მათ მიაყენეს 9 აპრილს დაღუპულთა  მემორიალს, როდესაც სტრიპტიზი იცეკვეს იქ და ათასგვარი სისაძაგლე ჩაიდინეს. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი დემონსტრაციით ყველას დავანახოთ რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არ იზიარებს იმ პოზიციას რაც ხდებოდა ამ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე. ახალგაზრდების გამოსვლას ჩვენ არასოდეს არ შევეწინააღმდეგებით მაგრამ აქ არის საქმე თუ რა ძალები გამოდიან. ეს იყვნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული ძალები“, —განაცხადა სანდრო ბრეგაძემ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ფილარმონიის შენობიდან პარლამენტისკენ მსვლელობით გაიარეს. მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ გადაკეტეს.

მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ 9 აპრილის მემორიალის კურთხევას, შემდეგ კი ტაძარში სალოცავად წასვლას აპირებენ.


ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური