ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე

გამოწერა
საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა ექვსი მედალი, მათ შორის სამი ოქრო, გაასწრო უნგრეთისა და აზერბაიჯანის გუნდებს და მოიგო გუნდური პირველობა ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი მოიგეს, რომელიც ბულგარეთში დასრულდა, იუწყება საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ზურაბ დათუნაშვილი - Sputnik საქართველო
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ოქროს ფინიში

ტურნირი ქალაქ რუსეში გაიმართა. ქართველმა მოჭიდავეებმა მოიპოვეს ექვსი მედალი, აქედან სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.

გამარჯვებული არიან: გელა ბოლქვაძე (-75 კგ), ლაშა გობაძე (-80 კგ) და იაკობ ქაჯაია (-130).

ვერცხლის მედლები მოიპოვეს თორნიკე ჯანგავაძემ (-66 კგ) და კუკური კირცხალიამ (-98 კგ).

ბრინჯაოს მფლობელია რამაზ ზოიძე (-71 კგ).

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 63 ქულა მოაგროვა და უკან ჩამოიტოვა უნგრეთისა (43) და აზერბაიჯანის (38) გუნდები.

ყველა ახალი ამბავი
0