ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ოქროს ფინიში

© United World Wrestlingზურაბ დათუნაშვილი
ზურაბ დათუნაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ცხრა მედალი მოიპოვა, სამი სპორტსმენი კი ჩემპიონი გახდა.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. რიგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა, რომელიც 75 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა, ოქროს მედალი მოიპოვა, ნათქვამია ტურნირის ოფიციალურ გვერდზე.

ქართველი სპორტსმენი ფინალში სერბეთის ნაკრების წარმომადგენელს ვიქტორ ნემესს შეხვდა. ორთაბრძოლა ანგარიშით 2:2 დასრულდა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით გამარჯვება დათუნაშვილს მიაკუთვნეს.

შმაგი ბოლქვაძე (ლურჯ ფორმაში) - Sputnik საქართველო
ბოლქვაძემ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა

ტურნირის ბოლო დღეს კიდევ ერთი ვერცხლის მედალი რობერტ ქობლიაშვილმა (85 კგ) მოიპოვა. ფინალური ორთაბრძოლა მან უკრაინის წარმომადგენელთან ჟან ბელენიუკთან დათმო ანგარიშით 5:2.

ამრიგად, ქართველმა მოჭიდავეებმა რიგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ყველა სინჯის თითო მედალი მოიპოვეს. შაბათს, 12 მარტს შმაგი ბოლქვაძემ 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა.

Recap from Day 6 of the European Championships

Posted by United World Wrestling on 2016 წლის 13 მარტი, კვირა

საერთო ჯამში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 9 მედალი მოიპოვა: ექვსი თავისუფალ ჭიდაობაში და სამი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

საქართველოს ნაკრების მედლები:

თავისუფალი სტილით ჭიდაობა

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61 კგ) — ოქრო

გენო პეტრიაშვილი (125 კგ) — ოქრო

დავით ტლაშაძე (70 კგ) — ვერცხლი

იაკობ მაქარაშვილი (74 კგ) — ბრინჯაო

დავით მარსაგიშვილი (86 კგ) — ბრინჯაო

ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) — ბრინჯაო

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა

ზურაბ დათუნაშვილი (75 კგ) — ოქრო

რობერტ ქობლიაშვილი (85 კგ) — ვერცხლი

შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) — ბრინჯაო

ყველა ახალი ამბავი
0