https://sputnik-georgia.com/20231228/kaladze-arasdros-chavreulvart-vin-unda-imgeros-koncertze-285295461.html
კალაძე: არასდროს ჩავრეულვართ და არ მიგვიღია გადაწყვეტილება, ვინ უნდა იმღეროს კონცერტზე
კალაძე: არასდროს ჩავრეულვართ და არ მიგვიღია გადაწყვეტილება, ვინ უნდა იმღეროს კონცერტზე
Sputnik საქართველო
ზოგიერთი შემსრულებელი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფოსგან წინადადებებს მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო არ იღებენ. 28.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-28T12:22+0400
2023-12-28T12:22+0400
2023-12-28T12:22+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი წელი 2024
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278017078_0:213:2048:1366_1920x0_80_0_0_641922e48a0cf3dba03397184c8def3d.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. არასდროს ჩავრეულვართ და არ მიგვიღია გადაწყვეტილება, ვინ უნდა იმღეროს კონცერტზე, ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე რამდენიმე მუსიკალური შემსრულებლის მიერ გამოთქმულ კრიტიკას. კალაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებები, რომლებიც დედაქალაქში ყოველწლიურად იმართება, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების მიერ იგეგმება და ის მსგავს გადაწყვეტილებებში არასდროს ერევა.დედაქალაქის მერის თქმით, საახალწლო გალა-კონცერტში, რომელიც 31 დეკემბრის ღამეს გაიმართება, სხვადასხვა შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას და საზოგადოება საინტერესო წარმოდგენას იხილავს.ქართველ შემსრულებლებს ხელისუფლება ბლოკავს? მუსიკოსები უკმაყოფილო არიან>>>ცნობილი ქართველი საესტრადო შემსრულებლები – ნინო ქათამაძე, ლელა წურწუმია, სოფო ნიჟარაძე, მერაბ სეფაშვილი, რომლებიც სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტებზე არ მიიწვიეს არც თბილისში და არც რეგიონებში, ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება მათ, უბრალოდ, ბლოკავს.პირველად საჯაროდ „ბოიკოტის“ შესახებ სოციალურ ქსელში ნინო ქათამაძემ დაწერა. მისი თქმით, ხელისუფლებამ მომღერალს საპროტესტო და უკრაინის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობა არ აპატია.ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გრანდიოზული გალა–კონცერტი გაიმართება. მასმედიის ინფორმაციით, ის დედაქალაქის ხელისუფლებას 719 ათასი ლარი დაუჯდება. კონცერტები ახალი წლის ღამეს რეგიონებშიც ჩატარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278017078_275:240:1776:1366_1920x0_80_0_0_8b6d20c77eee9809a37bf194e629818d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი წელი 2024, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი წელი 2024, ახალი ამბები
კალაძე: არასდროს ჩავრეულვართ და არ მიგვიღია გადაწყვეტილება, ვინ უნდა იმღეროს კონცერტზე
ზოგიერთი შემსრულებელი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფოსგან წინადადებებს მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო არ იღებენ.
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. არასდროს ჩავრეულვართ და არ მიგვიღია გადაწყვეტილება, ვინ უნდა იმღეროს კონცერტზე, ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე რამდენიმე მუსიკალური შემსრულებლის მიერ გამოთქმულ კრიტიკას.
კალაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებები, რომლებიც დედაქალაქში ყოველწლიურად იმართება, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების მიერ იგეგმება და ის მსგავს გადაწყვეტილებებში არასდროს ერევა.
„ნამდვილად ვერ მივიღებ მსგავს დამოკიდებულებას... როგორ შეიძლება მე, კახა კალაძე ვიჯდე, ვიღებდე გადაწყვეტილებას, ვინ უნდა მიიღოს კონცერტში მონაწილეობა და ვინ არ უნდა იმღეროს. ღმერთია მოწმე, არასდროს ჩავრეულვართ მსგავს საკითხებში. ამ ყველაფერში კვალიფიციური ადამიანები არიან ჩართული", - განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, საახალწლო გალა-კონცერტში, რომელიც 31 დეკემბრის ღამეს გაიმართება, სხვადასხვა შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას და საზოგადოება საინტერესო წარმოდგენას იხილავს.
ცნობილი ქართველი საესტრადო შემსრულებლები – ნინო ქათამაძე, ლელა წურწუმია, სოფო ნიჟარაძე, მერაბ სეფაშვილი, რომლებიც სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტებზე არ მიიწვიეს არც თბილისში და არც რეგიონებში, ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება მათ, უბრალოდ, ბლოკავს.
პირველად საჯაროდ „ბოიკოტის“ შესახებ სოციალურ ქსელში ნინო ქათამაძემ დაწერა. მისი თქმით, ხელისუფლებამ მომღერალს საპროტესტო და უკრაინის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობა არ აპატია.
ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გრანდიოზული გალა–კონცერტი გაიმართება. მასმედიის ინფორმაციით, ის დედაქალაქის ხელისუფლებას 719 ათასი ლარი დაუჯდება. კონცერტები ახალი წლის ღამეს რეგიონებშიც ჩატარდება.