თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. რუსეთისა და საქართველოს სამწლიანი ერთიანი ძალისხმევით მოხერხდა ორი ქვეყნის ურთიერთობების „ბნელი ჩიხიდან“ გამოყვანა, — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას.
„ორივე მხარის ერთიანი ძალისხმევით სამ წელიწადში შევძელით გამოგვეყვანა ორმხრივი ურთიერთობები იმ ბნელი ჩიხიდან, რომელშიც ის ხუთი–შვიდი წლის წინ იყო და რომელიც მიხეილ სააკაშვილის პიროვნებასთან ასოცირდება“, — თქვა კარასინმა.
გრიგორი კარასინმა ხაზი გაუსვა, რომ ზურაბ აბაშიძის თქმით, როგორც ამას გამოკითხვების შედეგები აჩვენებს, ახლა საქართველოს მოსახლეობის 70% რუსეთთან საქმიანი დიალოგის განგრძობის მომხრეა და ოპტიმისტურადაა განწყობილი მისი შინაარსისა და შედეგებისადმი, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოპოზიცია კვლავაც ცდილობს განაწყოს საქართველოს მოსახლეობა ხალხის ანტირუსულად.
„ძალიან მნიშვნელოვანია, — აღნიშნა კარასინმა. — რომ აღარც რუსები აღიქვამენ საქართველოს ერთ–ერთ უცხოელ მტრად. რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასა და ხალხს სურთ საქართველოსთან ურთიერთოებების გაუმჯობესება და მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდება“.
დიპლომატის აზრით, რუსულ–ქართული დიალოგის მნიშვნელობაზე, შედეგიანობასა და ორმხრივ სარგებლიანობაზე მეტყველებს ბოლო წლების ხილული მაჩვენებლები. კერძოდ: საავტომობილო გადაზიდვების მოცულობამ, გასულ წელთან შედარებით, 190%–ით მოიმატა; სამგზავრო ავიაგადაზიდვები მიმდინარე წლის ცხრა თვეში 90%–ით გაიზარდა; დაახლოებით ერთი თვის წინ საბაჟო–გამშვები პუნქტი „ზემო ლარსი“ მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე გადავიდა და ის მთელი დატვირთვით მუშაობს.
კარასინმა აღნიშნა, რომ სავაჭრო–ეკონომიკურ სფეროში, ორი ქვეყნის სპეციალისტების ერთიანი ძალისხმევის წყალობით, გამოსწორდა შარშანდელი წარუმატებელი ვითარება, როდესაც საქონელბრუნვა დაახლოებით 40%–ით დაეცა. ახლა ეს მაჩვენებელი 15%–ს უტოლდება. იზრდება სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობა და რუსული ბაზარი საქართველოსთვის კვლავინდებურად ერთ–ერთი მთავარი ბაზარია ქართველი მეღვინეებისთვის.
„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობა ამუხრუჭებს პროგრესს სავიზო პრაქტიკაში, — თქვა კარასინმა. — ბოლო დროს საქართველოს მოქალაქეებზე გაცემული ვიზების რაოდენობა წელიწადში სტაბილურად დაფიქსირდა 22 ათასზე. თუმცა ჩვენ მივისწრაფვით გამოვძებნოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლებლობები“.
რუსეთისა და საქართველოს ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის გაფართოების პროცესში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი სხვადასხვა მიმართულების უწყება და საზოგადოებრივი ორგანიზაცია ერთვება, — თქვა კარასინმა. „ჩვენ ვცდილობთ, რომ რუსეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმებზე საქართველოს უფრო მეტი წარმომადგენელი მოვიწვიოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართული მხარისგან გამოძახილი ყოველთვის არ არის. ეს კი თავსატეხს გვიჩენს, ვინაიდან ჩვენ გვსურს არა მხოლოდ განვამტკიცოთ, არამედ მაქსიმალურად გავაფართოვოთ რუსულ–ქართული დიალოგი“, — აღნიშნა კარასინმა.
ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი შეთანხმდნენ, რომ მათი მომდევნო შეხვედრა პრაღის ფორმატში ჩეხეთის დედაქალაქში 2016 წლის დასაწყისში გაიმართება.