უკრაინაში ქართველების ხუთკაციანი ჯგუფი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალების ხუთკაციანი ჯგუფი კიევის ცენტრში ცოლ-ქმარს თავს დაესხა და ჩანთა წაართვეს, რომელშიც 3,5 მლნ გრივნა იდო.
Sputnik

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. კიევში ქართული კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს, რომელმაც დედაქალაქში ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა, იუწყება ტელეკომპანია Imedi უკრაინულ მასმედიაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალების ხუთკაციანი ჯგუფი კიევის ცენტრში ცოლ-ქმარს თავს დაესხა და ჩანთა წაართვეს, რომელშიც 3,5 მლნ გრივნა იდო.

უკრაინელმა სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედებს დაკავებისას იარაღი აღმოუჩინეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.