თბილისი, 11 მაისი — Sputnik. მესტიის პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში მოწყობილი დამხმარე ნაგებობიდან და სპეციალური სამალავიდან, ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, მჭიდები, ხელყუმბარა და სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 212 ვაზნა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.