საქართველოში პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ბრალდება 800-მდე ადამიანს წაუყენეს

დარღვევების ყველაზე მეტი შემთხვევა საანგარიშო პერიოდში თბილისში, აჭარასა და შიდა ქართლის რეგიონებში დაფიქსირდა.
Sputnik
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. პოლიციამ 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 20 აპრილამდე პერიოდში „პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის“ მუხლით ადმინისტრაციულ პასუხისგებაში 784 პირი მისცა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე.
2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის აღნიშნული მუხლი საქართველოს ხელისუფლებას ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან გაძევების უფლებას აძლევს.
შსს-ის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის 1021 შემთხვევა დაფიქსირდა - პასუხისგებაში მიცემულთა შორის 29 ქალია და 755 მამაკაცი. ამასთან, პასუხისგებაში მიცემულთა მთლიანი რაოდენობიდან 11 არასრულწლოვანია.
დარღვევების ყველაზე მეტი შემთხვევა საანგარიშო პერიოდში თბილისში, აჭარასა და შიდა ქართლის რეგიონებში დაფიქსირდა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი ნორმის თანახმად, პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ისჯება 5 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმით ან 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით. დარღვევის განმეორებითი შემთხვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებას გამოიწვევს.