თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოში 2026 წლის პირველ კვარტალში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს 92 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 4 ბავშვი, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მასალებში.
უწყების ცნობით, 2026 წლის იანვარ-მარტში ქვეყანაში 664 ავარია მოხდა, რომელშიც 92 ადამიანი დაიღუპა და 989 დაშავდა.
ამასთან, ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და აჭარის რეგიონებში მოხდა. ამ რეგიონებზე მოდის ავტოავარიების 70%.
ავტოავარიების შედეგად სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით ლიდერობს ქვემო ქართლი რეგიონი, სადაც 65 ავარიას ემსხვერპლა 20 ადამიანი, 97 კი დაშავდა.
ავარიების სახეობები
ავარიების ყველაზე გავრცელებული ტიპი მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით მომხდარი შემთხვევებია – 758 შემთხვევის შედეგად დაიღუპა 47 და დაშავდა 613 ადამიანი.
მეორე ადგილზეა ქვეითზე შეჯახება. საანგარიშო პერიოდში მსგავსი შემთხვევის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა და 233 დაშავდა.
მესამე ადგილზეა ავტოსაგზაო შემთხვევები მოტოციკლის მონაწილეობით – დაიღუპა 5 და დაშავდა 68 ადამიანი.
ავტოსაგზაო შემთხვევებში ყველაზე ხშირად მონაწილეობენ მსუბუქი ავტომობილები და მოტოციკლები.
სკუტერებიც სახიფათო გახდა - ელექტრო სკუტერებთან დაკავშირებული 14 ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. მსუბუქი ავტომობილები და მოტოციკლები ავარიებში ყველაზე ხშირად ჩართული სატრანსპორტო საშუალებებია.
საზოგადოებრივი ტრანსპორტზე ავარიების მხოლოდ 1% მოდის.
ავარიების მიზეზები
საქართველოში ავტოავარიების ყველაზე ხშირი მიზეზია მოხვევისას არასწორი მანევრი, მეორე ადგილზეა გასწრების წესების დარღვევა ან შემხვედრ ზოლზე გასვლა, ხოლო მესამე ადგილზეა ავტომობილებს შორის დისტანციის დაუცველობა.
ავარიის ხუთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს შორისაა სიჩქარის გადაჭარბება და ქვეითების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დაუცველობა.