თბილისი, 9 მაისი - Sputnik. სამართალდამცველებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისათვის ძებნილი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 29 იანვარს ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის საფუძველზე თანასოფლელს არარეგისტრირებული სანადირო თოფიდან გასროლით სხეულის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა.
პოლიციამ ძებნილი პირი გარდაბნის მუნიციპალიტეტში დააკავა. ამ დროისთვის იგი გადაყვანილია მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში.