კახეთში 36 წლის მამაკაცი მოკლეს

პოლიციამ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. კახეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიცამ 36 წლის მამაკაცი დაააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებული წარსულში ნასამართლევია. მამაკაცი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით არის დაკავებული და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 36 წლის მეზობელი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული ჭრილობის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.