თბილისი, 6 მაისი — Sputnik. „სარფის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან დაახლოებით 500 მეტრში მიწის მასა ჩამოიშალა, რის შედეგადაც გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა, იუწყება თურქული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი დიდი ლოდი სატვირთო ავტომობილს დაეცა და დააზიანა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
თურქეთის სახელმწიფო ინსტიტუტის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყერის განმეორების საფრთხე კვლავ არსებობს, რის გამოც მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული, მიმდინარეობს ავტომაგისტრალის გაწმენდითი სამუშაოები.