რა ხდება თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო ტენდენციები

2026 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს დედაქალაქში 4,1 ათასი ბინა გაიყიდა. ამასთან, მეორად ბაზარზე გაყიდვები 26,9%-ით, პირველად ბაზარზე კი 36%-ით გაიზარდა.
Sputnik
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. 2026 წლის პირველ კვარტალში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,9%-ოთ გაიზარდა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.
ანალიტიკოსების ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოს დედაქალაქში 958 მლნ დოლარის ღირებულების 10,9 ათასი ბინა გაიყიდა (+23,1% 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით).
გარდა ამისა, 2026 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს დედაქალაქში 4,1 ათასი ბინა გაიყიდა. ამასთან, მეორად ბაზარზე გაყიდვები 26,9%-ით, პირველად ბაზარზე კი 36%-ით გაიზარდა.
მარტში პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასი წინა თვესთან შედარებით 0,4%-ით გაიზარდა და 1.403 დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, მეორად ბაზარზე ახალ პროექტებში (რომლებიც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი წინა თვესთან შედარებით 0,1%-ით გაიზარდა და 1.305 დოლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა დიდი დიღმის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში, ხოლო ყველაზე ნაკლები - ვაკის, მთაწმინდისა და ვაშლიჯვრის რაიონებში.
კვადრატულ მეტრზე ყველაზე მაღალი ფასი ვაკის რაიონშია - 2.933 დოლარი, ხოლო ყველაზე დაბალი ვაშლიჯვარში - 1.029 დოლარი.