თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს: დაკავებულია 2 პირი

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
22 და 61 წლის მამაკაცებს, რომელთა შორის ერთი რუმინეთის მოქალაქეა, ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში ედებათ. ერთ-ერთი ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.
სამართალდამცველებმა დაკავებულთა პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე ერთ-ერთი ადგილიდან სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „მეთადონი" და „ალფა-პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.