მედია: ქართულმა პორტებმა სომხეთისკენ მიმავალი ტვირთების ნაწილი მიიღეს

გაჭიანურებული კრიზისის პირობებში ერევნისთვის ძირითად ლოჯისტიკურ ჰაბად საქართველოს პორტები იქცა, რამაც შესაძლებელი გახადა მიწოდების სახმელეთო მონაკვეთის სამჯერ შემცირება.
Sputnik
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე ირანის გავლით სომხეთისკენ მიმართული ტვირთნაკადის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს პორტებში გადამისამართდა, წერს გამოცემა Transcor.
ამჟამად, ირანის გავლით სომხეთში ტვირთების ტრანზიტი, პრაქტიკულად, შეჩერებულია, რადგანაც ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე ჩინეთიდან სომხეთში საქონლის მიწოდების ვადები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე ირანის გავლით სომხეთისკენ მიმართული ტვირთნაკადის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს პორტებში გადამისამართდა“, – წერს გამოცემა.
გამოცემის ინფორმაციით, ირანი სომხეთისთვის სამხრეთის მიმართულებით სატრანზიტო ქვეყნის როლს ასრულებს. სწორედ ირანის გავლით აქვს ქვეყანასწ წვდომა სპარსეთის ყურეზე, ინდოეთის ოკეანეზე, ასევე ინდოეთის, ჩინეთისა და არაბული სამყაროს ბაზრებზე.
ბოლო დროს ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. თუ ადრე ირანის გავლით ჩინეთიდან სომხეთში ტვირთების გადაზიდვას 45–60 დღე სჭირდებოდა, ახლა ტრანზიტის დრო სამ თვემდე გაიზარდა. ამასთან, სატრანსპორტო ხარჯები არსებითად არ შეცვლილა.
თუ ირანის ბანდარ-აბასის პორტიდან ერევნამდე სატვირთო ავტომობილებს თითქმის 2 ათასი კილომეტრის დაფარვა უწევდათ, ფოთიდან სომხეთის დედაქალაქამდე მანძილი დაახლოებით 700 კილომეტრია.
შედეგად, ლოჯისტიკური მარშრუტების ცვლილებას ხარჯების ზრდა არ მოჰყოლია. ირანული ტრანზიტის დროებითმა ბლოკირებამ გავლენა მოახდინა სომხეთის ლოჯისტიკაზე, თუმცა შედეგები კრიტიკულად არ მიიჩნევა. ყველაზე დიდი სირთულეები შორეული აღმოსავლეთიდან მომავალ ტვირთებთან დაკავშირებით შეიქმნა, მიუხედავად იმისა, რომ მათი წილი ქვეყნის სატრანსპორტო სისტემისთვის გადამწყვეტი არ არის.