პოლიციამ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო

დაკავებულია აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელსაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6 წალმდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. თბილისში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით აზერბაიჯანის 25 წლის მოქალაქე დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელეულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები.
სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია „მარიხუანა" და ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. „ბიო”.
გამოძიება სსკ-ის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.