თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოში 2026 წლის პირველ კვარტალში, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაულის მაჩვენებელი 16,5%-ით გაიზარდა და 14,7 ათასი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ჩადენილი 14.716 დანაშაულიდან გახსნილია საქმეების 69,1%.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში მნიშვნელოვნად გაიზარდა სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი ისეთი დანაშაულების მაჩვენებელი, როგორიცაა გაუპატიურება და გარყვნილი ქმედება, იძულება, მუქარა და ადევნება, დოკუმენტების გაყალბება და ნარკოდანაშაული.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების გამოვლენის მაჩვენებელი მაღალი რჩება, 2026 წლის პირველ კვარტალში რეგისტრირებული დანაშაულების რაოდენობა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.
პოლიციამ ჯამში 3,553 ასეთი დანაშაული დაარეგისტრირა, მაშინ როცა წინა წლის მაჩვენებელი 1,738 იყო.
ამასთან, საქართველოში ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შემოტანასთან დაკავშირებული დანაშაულების რაოდენობა, 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, თითქმის ოთხჯერ გაიზარდა.
რაც შეეხება ნარკოტიკების მოხმარების მაჩვენებელს, რომელიც საქართველოში დანაშაულად ითვლება მათთვის, ვინც აღნიშნული ქმედებისთვის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში იყო მიცემული, 20-ჯერ გაიზარდა.
ასევე, თითქმის 3-ჯერ გაიზარდა ჩინოვნიკებისა და საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულების რიცხვი. 2026 წლის პირველ კვარტალში მსგავსი 105 დანაშაული დაფიქსირდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში პოლიციამ 37 შემთხვევა დაარეგისტრირა.
გარდა ამისა, თითქმის ათჯერ გაიზარდა მექრთამეობა, ორჯერ - თანამდებობის ბოროტად გამოყენება და გავლენის უკანონოდ გამოყენება, ოთხჯერ - სამსახურებრივი გულგრილობა.
ამასობაში, ქვეყანაში შემცირდა ტრანსპორტთან, უსაფრთხოების წესების დარღვევებთან და ქონებასთან დაკავშირებული დანაშაულები.