14 წლის მოზარდი ავტომობილის გატაცების ბრალდებით დააკავეს

არასრულწლოვანს, რომელიც ანალოგიურ დანაშაულში არაერთხელ იყო მხილებული, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. პოლიციამ ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 14 წლის მოზარდი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა „ფორდის“ მარკის ავტომობილი გაიტაცა და მიიმალა.
„2012 წელს დაბადებული მოზარდი, წარსულში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცების 30-მდე ფაქტზე იქნა მხილებული - ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი იყო”, -აღნიშულია ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო გატაცებული ავტომობილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.