თბილისი, 2 მაისი - Sputnik. ქალაქ ონის შესასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, იუწყება ტელეკომპანია "პირველი".
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 110-ე კმ-ზე ქვის ცვენის გამო მოძრაობა დროებით აიკრძალა.
შემთხვევის ადგილზე სპეციალისტები იმყოფებოდნენ და შესაბამისი სამუშაოები ჩაატარეს.