თბილისი, 1 მაისი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, 29 წლის მამაკაცმა თბილისში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ ბინაში უკანონოდ შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა თანხას, საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ნივთებს, რომლის ღირებულებამ ჯამში 10 ათასი ლარი შეადგინა.
პოლიციის მიერ ამოღებულია ნაქურდალი ნივთების ნაწილი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.