ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მამაკაცს მეზობლები და ახლობლები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
Sputnik
თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში 50 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი2".
ადგილობრივის ინფორმაციით, გარდაცვლილი აფხაზეთიდან დევნილია. მამაკაცს მეზობლები და ახლობლები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.