მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

როდის აღდგება ურთიერთობა რუსეთსა და ევროპას შორის - მედვედევის პროგნოზი

ევროპაში პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლისა და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების მცდელობების შემდეგაც კი, ურთიერთუნდობლობა დიდხანს შენარჩუნდება
Sputnik
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და პარტია „ედინაია როსიას“ („ერთიანი რუსეთის“) თავმჯდომარემ, დმიტრი მედვედევმა, მოსკოვში გამართულ საგანმანათლებლო მარათონზე „ზნანიე. პერვიე“ („ცოდნა. პირველები“) სიტყვით გამოსვლისას, რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის ურთიერთქმედების ამჟამინდელ დონეს „საზარელი“ უწოდა.
მან ასევე გამოთქვა სინანული დაკარგული კონტაქტების გამო, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ კონტაქტების აღდგენა შეუძლებელია.
„ევროპასთან ურთიერთობების ამჟამინდელი დონე საზარელია. გულწრფელად რომ ვთქვა, ვწუხვარ იმის გამო, რაც დავკარგეთ. მაგრამ ამის უკან დაბრუნება შეუძლებელია“, - განაცხადა მედვედევმა.
პარტიის ლიდერის თქმით, ევროპაში პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლისა და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების მცდელობების შემდეგაც კი, ურთიერთუნდობლობის დონე კოლოსალური იქნება.
„დიახ, შესაძლოა, ხელისუფლებაში უფრო ჭკვიანი პოლიტიკოსები მოვლენ და დავიწყებთ ურთიერთობების არქიტექტურის აგებას, მაგრამ აბსოლუტურად ცხადია, რომ ურთიერთუნდობლობის დონე (რუსეთსა და ევროპას შორის - Sputnik) კოლოსალური იქნება“, - თქვა მედვედევმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპასთან კონფლიქტის სრული მოგვარება უახლოეს მომავალში შეუძლებელი იქნება - რაც დანამდვილებით ცხადია, არა ამჟამინდელი თაობის სიცოცხლეში.
„ევროპასთან კონფლიქტი ეგზისტენციალური ხასიათისაა. (...) ეს კონფლიქტი, სავარაუდოდ, ერთი თაობის სიცოცხლეშიც კი არ გაქრება. ასეთი ღრმა ბზარი, წყალგამყოფი გაჩნდა ახლა ჩვენს შორის“, - ხაზგასმით აღნიშნა მედვედევმა.
მისი თქმით, რუსეთ-ევროპის ურთიერთობებში შექმნილი სიტუაცია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იქნება ცეცხლსაშიში - ნაკვერჩხლის განელებას ერთი ადამიანის სიცოცხლის ხანგძლივობა დასჭირდება.