თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისში ოთხი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულებს, რომელთა შორისაა როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სამართალდამცველების მიერ აღნიშნული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.