თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. პირმა, რომელმაც იმ ღონისძიებაზე გახსნა ცეცხლი, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მონაწილეობდა, დაკავების შემდეგ აღიარა, რომ მისი თავდასხმის სამიზნე აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები იყვნენ.
CBS News-ის ინფორმაციით, მსროლელი კალიფორნიის შტატის მკვიდრი, 31 წლის კოულ ტომას ალანია. იგი იმავე სასტუმროს სტუმარი იყო, სადაც ღონისძიება იმართებოდა.
სოციალურ ქსელებში მამაკაცის პროფილის მიხედვით ირკვევა, რომ იგი ფირმა C2 Education-ში პედაგოგად მუშაობდა, 2024 წლის დეკემბერში კი „თვის საუკეთესო მასწავლებლის“ ჯილდო მიიღო.
გამოცემის ცნობით, მამაკაცი კბილებამდე შეიარაღებული იყო — მას თან ჰქონდა საფანტის თოფი (დრობოვიკი), პისტოლეტი და რამდენიმე დანა.
თავდამსხმელმა რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც საიდუმლო სამსახურის აგენტი მსუბუქად დაიჭრა — მას ტყვიაგაუმტარი ჟილეტი იცავდა. დაზიანებები მიიღო თავად თავდამსხმელმაც.
ინციდენტი 25 აპრილის საღამოს, სასტუმრო Washington Hilton-ის დარბაზში მოხდა, სადაც დონალდ ტრამპის თაოსნობით თეთრი სახლის კორესპონდენტებთან საზეიმო ვახშამი იმართებოდა.