პოლიციამ ყაზახეთის და უკრაინის 18 წლის მოქალაქეები ნარკოდანაშაულზე დააკავა

დაკავებულ გოგოს და ბიჭს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ
Sputnik
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. პოლიციამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეები დააკავა, ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
2008 წელს დაბადებული გოგო და ბიჭი სხვადასხვა დროს დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.