პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად ტაძარში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქები და ასობით მორწმუნე შეიკრიბა.
გუშინ, საქართველოს საპატრიარქომ საზოგადოებას მოუწოდა ელოცათ ილია II-სთვის, რადგან გარდაცვალებიდან მე-40 დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა.
ლიტურგიის შემდეგ მოსაყდრე შიომ მისი უწმინდესობის სულის საოხად პანაშვიდი გადაიხადა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.