თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ფაქტზე ყაზახეთის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სამართალდამცველებმა ყაზახეთის მოქალაქე, 44 წლის მამაკაცი ფოთში, საბაჟო გამშვებ პუნქტის ტერიტორიაზე დააკავეს.
„ბრალდებულის სამგზავრო ჩანთის შემოწმებისას პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.