თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. პოლიციამ თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 26 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 37 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ადგილიდან მიიმალა.
მომხდარიდან რამდენიმე საათში მამაკაცი პოლიციაში ბრალის აღიარებით გამოცხადდა და დანაშაულის ჩადენის იარაღი წარმოადგინა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.