მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკავშირის ქვეყნებმა თავი მოწყვლად სიტუაციაში თავადვე ჩაიგდეს - რუსეთის საგარეო უწყება

ევროკავშირმა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის ეტაპობრივი აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო, პირველი ეტაპი უკვე აპრილში ამოქმედდება
Sputnik
თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. ევროკავშირის ქვეყნებმა საკუთარი თავი დაუცველ მდგომარეობაში თავადვე ჩააყენეს, როდესაც უარი თქვეს რუსეთის ენერგომატარებლებზე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ სპარსეთის ყურეში მიმდინარე კრიზისი, დიდი ალბათობით გაამწვავებს ევროკავშირის ეკონომიკურ და ენერგეტიკულ პრობლემებს და გაზრდის შეერთებულ შტატებზე მის დამოკიდებულებას საწვავის მიწოდებაზე.
ადრე, ევროკომისარმა დან იორგენსენმა ევროპელებს კიდევ ერთხელ მოუწოდა „ქამრების მოჭერისკენ“: დაეზოგათ საწვავი, გადასულიყვნენ დისტანციურ მუშაობაზე და უარი ეთქვათ ავტო- და ავიატრანსპორტზე.
„მაგრამ აქ ევროპელებმა მხოლოდ საკუთარ თავს დააბრალონ. რუსეთის ენერგომატარებლებზე უარის თქმით ევროკავშირის ქვეყნებმა თავი ძალიან მოწყვლად მდგომარეობაში ჩაიყენეს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.
მიმდინარე წლის იანვარში ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რუსული თხევადი ბუნებრივი აირისა და მილსადენით გატარებული გაზის იმპორტის სრული აკრძალვის შესახებ.
მოკლევადიანი კონტრაქტებისთვის თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვა 2026 წლის 25 აპრილს, ხოლო გრძელვადიანი კონტრაქტებისთვის - 2027 წლის 1 იანვარს ამოქმედდება. მილსადენური გაზის იმპორტის აკრძალვა 2026 წლის 17 ივნისს, მოკლევადიანი კონტრაქტებისთვის და გრძელვადიანი კონტრაქტებისთვის - 2027 წლის 1 ნოემბერს ამოქმედდება.
მოსკოვმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნეს, რომ მსოფლიო გლობალური ენერგეტიკული და ეკონომიკური კრიზისისკენ მიექანება. ამ სიტუაციაში, გლობალურ ბაზარზე ენერგორესურსებზე მოთხოვნა და ფასები მკვეთრად შეიცვალა.
რუსეთი მთელი მსოფლიოდან ენერგორესურსების მიწოდებაზე უზარმაზარი რაოდენობის მოთხოვნას იღებს. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ადრე მთავრობას დაავალა, შეესწავლათ რუსეთიდან პერსპექტიული ბაზრებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი.
მან აღნიშნა, რომ რუსეთისთვის შესაძლოა უფრო მომგებიანი იყოს ევროპის ბაზარზე ენერგორესურსების მიწოდება ევროკავშირის შეზღუდვების ძალაში შესვლამდე შეწყვიტოს, გადაერთოს ახალ ბაზრებზე და იქ დამკვიდრდეს.