ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 21 წლის უკრაინის მოქალაქე დააკავეს

ახალგაზრდა ქალს ბრალის დამტკიცების შემტხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ბათუმში 21 წლის უკრაინის მოქალაქე დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ქალის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი".
პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლების მე-3 და მე-6 ნაწილების "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.