მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ზახაროვა: ზელენსკის ევროპული დრონების საკითხში ყველას სისხლში გასვრა სურს

ზელენსკი მოქმედებს სტანდარტული ტერორისტული ლოგიკით. ბანდიტიზმის ლოგიკით, ნამდვილი ბანდიტის ლოგიკით, განაცხადა დიპლომატმა
Sputnik
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ვოლოდიმირ ზელენსკი „ტერორისტულ ლოგიკაში“ დაადანაშაულა — აღნიშნული განცხადება უკრაინული მხარის მიერ ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყნის დახმარებით მოიერიშე დრონების შექმნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება.
„ზელენსკი მოქმედებს სტანდარტული ტერორისტული ლოგიკით. ბანდიტიზმის ლოგიკით, ნამდვილი ბანდიტის ლოგიკით“, — განაცხადა დიპლომატმა.
მისი თქმით, ევროპული დრონების საკითხში უკრაინის ლიდერი ცდილობს, „ყველა სისხლში გასვაროს და ერთგვარი კოლექტიური პასუხისმგებლობა დაამკვიდროს“. ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ ზელენსკი ცდილობს, საკუთარი თავი წარმოაჩინოს არა როგორც „ერთპიროვნული მახინჯი, არამედ აჩვენოს, რომ ის თითქოს ცივილიზებულთა ჯგუფს განეკუთვნება“.
„სინამდვილეში კი, ამავე „ცივილიზებულებმა“ დიდი ხანია დაკარგეს ადამიანური სახე“, — ხაზგასმით აღნიშნა მან.
ამასთან, რუსეთის სამხედრო უწყების მონაცემებით, უკრაინის არმიის მზარდი დანაკარგების ფონზე, ევროპის რიგი სახელმწიფოები ზრდიან მოიერიშე დრონების წარმოებასა და მიწოდებას რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების მისატანად. დაფინანსება მიმართულია პოლონეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ნორვეგიაში, ლატვიაში, ლიეტუვასა და სხვა ქვეყნებში არსებული უკრაინული და ერთობლივი საწარმოების გასაფართოებლად.
გასულ კვირას კიევმა გაავრცელა ინფორმაცია ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ რობ იეტენთან უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი წარმოების შესახებ პირველი შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე.