თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. 2024 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581 ადამიანს შეადგენს.
მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო საყოველთაო აღწერა საქართველოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა, წინასწარი მონაცემები კი 2025 წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნდა.
ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობის დაზუსტებული მონაცემები 0,4%-ით აღემატება წინასწარ მონაცემებს, რომლის თანახმად ქვეყანაში 3 914 000 ადამიანი ცხოვრობდა. მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან 2 442 231 პირი საქალაქო ტიპის დასახლებებში ცხოვრობს, დანარჩენი 38% — სოფლად.
დაზუსტებული მონაცემებით, თბილისის მოსახლეობა 1 331 485 ადამიანს შეადგენს, მათგან 1 273 015 ცხოვრობს უშუალოდ ქალაქში, ხოლო 58,470 - სოფლის ტიპის გარეუბნებში. მოსახლეობის რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთია, სადაც მოსახლეობა 273 742 ადამიანს შეადგენს, ხოლო სოფლის მოსახლეობა - 236,999 -ს.
მოსახლეობის რიცხოვნობით მესამე ადგილზეა ქვემო ქართლი, სადაც 441 630 ადამიანი ცხოვრობს, სოფლად - 249 976, 194 654 კი საქალაქო დასახლებებში.
მოსახლეობის გენდერული შემადგენლობა
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში 2 048 577 ქალი და 1 881 004 მამაკაცი ცხოვრობს. ამასთან, თბილისში ქალებისა და მამაკაცების პროპორციული თანაფარდობა 54% / 46%-ზეა.
რეგიონებში კი ქალებისა და მამაკაცების რაოდენობა, პრაქტიკულად, თანაბარია (ცდომილება 1-2%-ს შეადგენს). მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, მცხეთა-მთიანეთში თანაბარი რაოდენობის ქალი და მამაკაცი ცხოვრობს.