39 წლის მამაკაცი საკუთარ დედაზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა

დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ბრალდებით 39 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინსიტრო.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფსიქოლოგიურად ძალადობდა 62 წლის დედაზე და ასევე სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.
გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.