მაღაზიების ძარცვის ბრალდებით 17 წლის მოზარდი დააკავეს

დანაშაულში მონაწილე სხვა პირის დადგენისა და დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება.
Sputnik
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. თბილისში მომხდარი მაღაზიების ძარცვის ფაქტებზე პოლიციამ 17 წლის მოზარდი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
არასრულწლოვანს, რომელიც წარსულში ნასამართლევი პირია, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა და მისმა თანამზრახველმა თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიებიდან ძალის გამოყენებით 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველების მიერ უკვე ამოღებულია სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები.
პოლიციამ არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით დააკავა, დანაშაულში მონაწილე სხვა პირის დადგენისა და დაკავების მიზნით კი შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება.
გამოძიება სსკ-ის 178-ე მუხლით მიმდინარეობს.