თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. თბილისში Trump Tower-ის მშენებლობა მასშტაბური ინვესტიციაა, რომელსაც პოლიტიკური ხასიათი აქვს, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
The Trump Organization-მა ახალ პროექტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. როგორც გამოცემა The Wall Street Journal-ი იუწყება, მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული კომპანია Gensler-ის მიერ დაპროექტებული Trump Tower Tbilisi დაახლოებით 70-სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება.
„უზარმაზარი ინვესტიციაა და საგანგებოდ მნიშვნელოვანია ის თემაც, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის“, — აღნიშნა ვოლსკიმ.
მისი თქმით, ეს ნიშნავს სამუშაო ადგილების შექმნას და მეტ ყურადღებას საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე.
„ეს ყველაფერი ნიშნავს სამუშაო ადგილების შექმნა, მეტ ყურადღებას საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე, ნიშნავს უფრო მძლავრ სოციალურ პაკეტს, რომელი ესოდენ მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მასშტაბური პროექტის რეალიზაციაში ამერიკულ მხარესთან ერთად ქართული კომპანიები — Archi Group-ი და Biograpi Living-ი მიიღებენ მონაწილეობას.